ფოტო
ბუღალტერი
18-06-2025 - 18-07-2025
სამუშაო განაკვეთი: სრული

დეილი ჯგუფი არის ყველაზე დიდი ჰოლდინგური კომპანია საქართველოში, რომელიც საცალო ვაჭრობის სექტორში აერთიანებს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა: დეილი, სპარი, მაგნიტი, გვირილა, იოლი, კალათა და ქართული ლუდის კომპანია ზედაზენი.

ჰოლდგინის შემადგენლობაშია 2 ლოგისტიკური ცენტრი და 2 მზა კვების საწარმო თბილისსა და ქუთაისში.

ჯგუფი აქტიურად განაგრძობს განვითარებას და საქართველოში გახდა ერთ-ერთი პირველი საცალო ვაჭრობის სფეროში, რომელმაც გააფართოვა საოპერაციო არეალი, გასცდა ქვეყნის საზღვრებს და უზბეკეთში, ფრანგულ ,,შივერ გრუპთან” პარტნიორობით, მართავს bi1 ბრენდის ქვეშ შემავალ 40 სუპერმარკეტს.

 

დეილი ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის ვაკანტურ პოზიციაზე.  

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

  • კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის მიხედვით, ყოველდღიური საბუღალტრო ოპერაციების პროგრამულად დამუშავება და აღრიცხვა (ხარჯები, ძირითადი საშუალებები);
  • დებიტორული/კრედიტორული დავალიანებების/ანგარიშების კონტროლი;
  • საბანკო ოპერაციების წარმოება;

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები 

  • უმაღლესი განათლება;
  • ბუღალტრად მუშაობის გამოცდილება
  • სასურველია ge-ზე და 1C ERP სისტემაში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
  • კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel) ცოდნა;
  • სასურველია  ინგლისურის და რუსული ენების ცოდნა;

 

 

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • ანალიტიკური აზროვნება;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

 

ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!