ფოტო
ოპერაციული პროექტების კოორდინატორი
05-06-2025 - 05-07-2025
სამუშაო განაკვეთი: სრული

დეილი ჯგუფი არის ყველაზე დიდი ჰოლდინგური კომპანია საქართველოში, რომელიც საცალო ვაჭრობის სექტორში აერთიანებს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა: დეილი, სპარი, მაგნიტი, გვირილა, იოლი, კალათა და ქართული ლუდის კომპანია ზედაზენი.

ჰოლდგინის შემადგენლობაშია 2 ლოგისტიკური ცენტრი და 2 მზა კვების საწარმო თბილისსა და ქუთაისში.

ჯგუფი აქტიურად განაგრძობს განვითარებას და საქართველოში გახდა ერთ-ერთი პირველი საცალო ვაჭრობის სფეროში, რომელმაც გააფართოვა საოპერაციო არეალი, გასცდა ქვეყნის საზღვრებს და უზბეკეთში, ფრანგულ ,,შივერ გრუპთან” პარტნიორობით, მართავს bi1 ბრენდის ქვეშ შემავალ 40 სუპერმარკეტს.

დეილი ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას ოპერაციული პროექტების კოორდინატორის  ვაკანტურ პოზიციაზე.  

 

Სამუშაო პირობები: 

სამუშაო გრაფიკი : სრული

სამუშაო ადგილი : თბილისი, ორხევი, თენგიზ ჩანტლაძის 40

 

ძირითადი მოვალეობები: 

  • სავაჭრო ობიექტზე სამუშაო პროცესების გაუმჯობესების მიზნით არსებული პროცესების აღწერა, ანალიზი;
  • საოპერაციო პროცესების გაუმჯობესების მიზნით საჭირო პროცესების იდენტიფიცირება, შესაბამისი პროექტების მოძიება;
  • ახალი პროცესების შემუშავება, დაწერა, პროცესების სტრუქტურირება;
  • პროცესების ქრონომეტრაჟი;
  • პროცესების რუკების შედგენა;
  • ახალი პროცესების დანერგვა,ტესტირება;
  • ტესტირების შემდეგ პროცესების მასშტაბირება;
  • აღწერილი და დაგეგმილი პროცესების ანალიზი;
  • ანალიზის შედეგად პროცესების ავტომატიზაციის/ოპტიმიზაციის ინიცირება და დაგეგმვა
  • პროქტების მუდმივი მონიტორინგი და რეპორტინგი
  • გაყიდვებისა და საოპერაციო ხარჯების დაგეგმარებაში მონაწილეობის მიღება;
  • საოპერაციო ხარჯების ოპტიმიზაციის გზების მოძიება დაგეგმვა მომზადება;
  • საოპერაციო პროექტების ინიცირება,ბიუჯეტირება და მონიტორინგი;

 

ძირითადი მოთხოვნები : 

  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების ან ოპერაციების მენეჯმენტის მიმართულებით;
  • რითეილში მინუმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • პროექტების მართვის ან ბიზნეს პროცესების მიმართულებით მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება; 
  • Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა; 
  • ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა; 
  • 1C-ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად; 

 

რბილი უნარები: 

  • ძლიერი ანალიტიკური აზროვნება; 
  • ძლიერი კომუნიკაციის უნარი; 
  • პროცესების მართვის უნარი; 
  • დაგეგმვისა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!