დეილი ჯგუფი არის ყველაზე დიდი ჰოლდინგური კომპანია საქართველოში, რომელიც საცალო ვაჭრობის სექტორში აერთიანებს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა: დეილი, სპარი, მაგნიტი, გვირილა, იოლი, კალათა და ქართული ლუდის კომპანია ზედაზენი.
ჰოლდგინის შემადგენლობაშია 2 ლოგისტიკური ცენტრი და 2 მზა კვების საწარმო თბილისსა და ქუთაისში.
ჯგუფი აქტიურად განაგრძობს განვითარებას და საქართველოში გახდა ერთ-ერთი პირველი საცალო ვაჭრობის სფეროში, რომელმაც გააფართოვა საოპერაციო არეალი, გასცდა ქვეყნის საზღვრებს და უზბეკეთში, ფრანგულ ,,შივერ გრუპთან” პარტნიორობით, მართავს bi1 ბრენდის ქვეშ შემავალ 40 სუპერმარკეტს.
დეილი ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას კატეგორიის მენეჯერის ვაკანტურ პოზიციაზე.
Სამუშაო პირობები:
სამუშაო გრაფიკი : სრული
სამუშაო ადგილი : თბილისი, ორხევი, თენგიზ ჩანტლაძის 40
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება;
- ბაზრის შესწავლა და ანალიზი;
- მომხმარებლის შესწავლა და ანალიზი;
- კატეგორიის და პოზიციების მომგებიანობის ანალიზი;
- ასორტიმენტის განსაზღვრა სავაჭრო ობიექტების კატეგორიების მიხედვით;
- გასაყიდი ფასის, მარჟისა და მატრიცების კონტროლი;
- პლანოგრამების დაგეგმვა;
- ძირითადი/სააქციო პოზიციების მიწოდების უზრუნველყოფა;
- არასტანდარტული შესყიდვების უზრუნველყოფა;
- ლოკალური აქციების დაგეგმვა;
- რეპორტინგი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (ბიზნესის ადმინისტრირება; მარკეტინგი; ფინანსები);
- კომერციის სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
- Microsoft Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
- სასურველია 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;