ფოტო
არაკომერციული შესყიდვების მენეჯერი
11-06-2025 - 11-07-2025
სამუშაო განაკვეთი: სრული

დეილი ჯგუფი არის ყველაზე დიდი ჰოლდინგური კომპანია საქართველოში, რომელიც საცალო ვაჭრობის სექტორში აერთიანებს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა: დეილი, სპარი, მაგნიტი, გვირილა, იოლი, კალათა და ქართული ლუდის კომპანია ზედაზენი.

ჰოლდგინის შემადგენლობაშია 2 ლოგისტიკური ცენტრი და 2 მზა კვების საწარმო თბილისსა და ქუთაისში.

ჯგუფი აქტიურად განაგრძობს განვითარებას და საქართველოში გახდა ერთ-ერთი პირველი საცალო ვაჭრობის სფეროში, რომელმაც გააფართოვა საოპერაციო არეალი, გასცდა ქვეყნის საზღვრებს და უზბეკეთში, ფრანგულ ,,შივერ გრუპთან” პარტნიორობით, მართავს bi1 ბრენდის ქვეშ შემავალ 40 სუპერმარკეტს.

დეილი ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას არაკომერციული შესყიდვების მენეჯერის  ვაკანტურ პოზიციაზე.

 

სამუშაო ადგილი : სათაო ოფისი - თბილისი, ორხევი, თენგიზ ჩანტლაძის 40

სამუშაო გრაფიკი : ორშაბათი - ხუთშაბათი 09:00-17:00

                                    პარასკევი 09:00-14:00

 

 

ძირითადი მოვალეობები:

  1. საერთაშორისო ბაზარზე არსებულ მომწოდებლებთან ურთიერთობა;
  2. პროდუქციის ტექნიკური და ხარისხობრივი შესწავლა;
  3. მოთხოვნის შესაბამისად საერთაშორისო ბაზარზე პოტენციური მომწოდებლების მოძიება, მოლაპარაკებების წარმოება და საბოლოო შესყიდვის განხორციელება;
  4. სატრანსპორტო გადამზიდი კომპანიების მოძიება, მოლაპარაკებების წარმოება და თანამშრომლობის დაწყების შემდგომი ურთიერთობა;
  5. ბაზრის მუდმივი კვლევა/ანალიზი;
  6. იმპორტის სრული ციკლის მართვა და მასთან დაკავშირებული ყველანაირი დოკუმენტაციის კოორდინირება (მათ შორის საბაჟო პროცედურები);

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ეკონომიკის, მათემატიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;   
  • მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება შესყიდვების მიმართულებით; 
  • MS Excel მაღალ დონეზე ცოდნა. 
  • ინგლისური   ენის   C 1  დონეზე ცოდნა;  
  • რუსული ენის B1 დონეზე ცოდნა;
  • თურქული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად;

 

პიროვნული თვისებები :

  • ძლიერი ანალიტიკური და მენეჯერული უნარ-ჩვევები; 
  • მოლაპარაკებების წარმოების და დარწმუნების უნარი; 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. 
ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!