დეილი ჯგუფი არის ყველაზე დიდი ჰოლდინგური კომპანია საქართველოში, რომელიც საცალო ვაჭრობის სექტორში აერთიანებს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა: დეილი, სპარი, მაგნიტი, გვირილა, იოლი, კალათა და ქართული ლუდის კომპანია ზედაზენი.
ჰოლდგინის შემადგენლობაშია 2 ლოგისტიკური ცენტრი და 2 მზა კვების საწარმო თბილისსა და ქუთაისში.
ჯგუფი აქტიურად განაგრძობს განვითარებას და საქართველოში გახდა ერთ-ერთი პირველი საცალო ვაჭრობის სფეროში, რომელმაც გააფართოვა საოპერაციო არეალი, გასცდა ქვეყნის საზღვრებს და უზბეკეთში, ფრანგულ ,,შივერ გრუპთან” პარტნიორობით, მართავს bi1 ბრენდის ქვეშ შემავალ 40 სუპერმარკეტს.
დეილი ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას IT Support -ის ვაკანტურ პოზიციაზე გორში.
Სამუშაო პირობები:
სამუშაო გრაფიკი : სრული
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ობიექტებზე არსებული ტექნიკური აღჭურვილობის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
- სალარო აპარატის, ელექტრონული სასწორის გამართულად მუშაობასთან დაკავშირებული პრობლემების დროული იდენტიფიცირება და საჭირო ზომების მიღება;
- სავაჭრო ობიექტებზე არსებული ტექნიკური მოწყობილობების, მათ შორის სალარო აპარატების გამართულად მუშაობის პერიოდული მონიტორინგი და მოსალოდნელი საშიშროებების პრევენცია;
- სავაჭრო ობიექტებზე დამონტაჟებული კამერებისა და ჩამწერი მოწყობილობების ქსელთან კავშირის უზრუნველყოფა და კურირება;
- ობიექტზე დაფიქსირებული ტექნიკური სახის პრობლემების აღმოფხვრა ოფისიდან, საჭიროების შემთხვევაში სავაჭრო ობიექტზე დროული გასვლა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, ბაკალავრი (ინფორმაციული ტექნოლოგიები, კომპიუტერული სისტემები და ქსელები);
- კომპიუტერული სისტემებისა და ქსელების ტექნიკური უზრუნველყოფის სფეროში მუშაობის 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- კომპიუტერის შიდა სტრუქტურის დეტალური ცოდნა;
- ინგლისური და რუსული ენების პროგრამულ დონეზე ცოდნა;
- მართვის მოწმობა(B კატეგორია);
- საკუთარი ავტომობილი.