ფოტო
უფროსი ბუღალტერი
04-06-2025 - 04-07-2029
სამუშაო განაკვეთი: სრული

დეილი ჯგუფი არის ყველაზე დიდი ჰოლდინგური კომპანია საქართველოში, რომელიც საცალო ვაჭრობის სექტორში აერთიანებს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა: დეილი, სპარი, მაგნიტი, გვირილა, იოლი, კალათა და ქართული ლუდის კომპანია ზედაზენი.

ჰოლდგინის შემადგენლობაშია 2 ლოგისტიკური ცენტრი და 2 მზა კვების საწარმო თბილისსა და ქუთაისში.

ჯგუფი აქტიურად განაგრძობს განვითარებას და საქართველოში გახდა ერთ-ერთი პირველი საცალო ვაჭრობის სფეროში, რომელმაც გააფართოვა საოპერაციო არეალი, გასცდა ქვეყნის საზღვრებს და უზბეკეთში, ფრანგულ ,,შივერ გრუპთან” პარტნიორობით, მართავს bi1 ბრენდის ქვეშ შემავალ 40 სუპერმარკეტს.

დეილი ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას უფროსი ბუღალტერის ვაკანტურ პოზიციაზე.  

 

Სამუშაო პირობები: 

სამუშაო გრაფიკი : სრული

სამუშაო ადგილი : თბილისი, ორხევი, თენგიზ ჩანტლაძის 40

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • კომპანიის ფინანსური აღრიცხვის და ანგარიშგების პროცესების მართვა;
  • საგადასახადო ანგარიშგების მომზადება;
  • საბანკო და საგადასახადო ოპერაციების კონტროლი;
  • ბუღალტრული დოკუმენტაციის წარმოება / კონტროლი და სისტემატიზაცია;
  • თანამშრომლობა საგადასახადო და აუდიტორულ ორგანოებთან
  • ბუღალტერთა გუნდის კოორდინაცია და კონტროლი ;

  • სხვა დეპარტამენტებთან ეფექტური კომუნიკაცია ფინანსურ საკითხებზე;

  • უშუალო ხელმძღვანელთან პერიოდული ანგარიშგება;
  • მონაცემთა სისწორის კონტროლი, ცვლილებების ანალიზი და შედარებების მექანიზმების უზრუნველყოფა;

 

სავალდებულო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ფინანსების ან ბუღალტერიის მიმართულებით
  • მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება ბუღალტერიაში
  • საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა
  • Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ორგანიზებულობა, ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდის მართვის უნარი.

 

სასურველია:

  • საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) ცოდნა;
  • მართვის გამოცდილება ბუღალტრულ და ფინანსურ საკითხებში;
  • ბუღალტრულ პროგრამასთან 1C ERP მუშაობის გამოცდილება.
ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!