დეილი ჯგუფი არის ყველაზე დიდი ჰოლდინგური კომპანია საქართველოში, რომელიც საცალო ვაჭრობის სექტორში აერთიანებს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა: დეილი, სპარი, მაგნიტი, გვირილა, იოლი, კალათა და ქართული ლუდის კომპანია ზედაზენი.
ჰოლდგინის შემადგენლობაშია 2 ლოგისტიკური ცენტრი და 2 მზა კვების საწარმო თბილისსა და ქუთაისში.
ჯგუფი აქტიურად განაგრძობს განვითარებას და საქართველოში გახდა ერთ-ერთი პირველი საცალო ვაჭრობის სფეროში, რომელმაც გააფართოვა საოპერაციო არეალი, გასცდა ქვეყნის საზღვრებს და უზბეკეთში, ფრანგულ ,,შივერ გრუპთან” პარტნიორობით, მართავს bi1 ბრენდის ქვეშ შემავალ 40 სუპერმარკეტს.
დეილი ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის ვაკანტურ პოზიციაზე თბილისში.
სამუშაო ადგილი : დისტანციური
სამუშაო გრაფიკი : ცვლებში
ძირითადი მოვალეობები:
✅ კომპანიის ოფიციალური ვებ გვერდის ჩატის/კომენტარის Facebook / Instagram გვერდის ჩატის/კომენტარის მართვა;
✅შემომავალი ზარებზე დროული პასუხი და შესაბამისი სერვისის უზრუნველყოფა;
✅შემოსული საჩივრების შესაბამისი მართვა
პროცედურები);
✅პროდუქტებზე საჭიროებიდან გამომდინარე, სათანადო ინფორმაციის მიწოდება(მარაგები, მწარმოებელი, ღირებულებები) ;
✅საჭიროების მიხედვით, საკითხის გადამისამართება შესაბამის ჯგუფთან;
✅კომპეტენციის ფარგლებში,ხელმძღვანელის დამატებითი დავალებების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
✅მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
✅სასურველია უმაღლესი განათლება;
✅საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
✅რუსული და ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
პიროვნული თვისებები :
✅ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
✅ინფორმაციის გადმოცემის უნარი;
✅სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
✅ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი.