დეილი ჯგუფი არის ყველაზე დიდი ჰოლდინგური კომპანია საქართველოში, რომელიც საცალო ვაჭრობის სექტორში აერთიანებს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა: დეილი, სპარი, მაგნიტი, გვირილა, იოლი, კალათა და ქართული ლუდის კომპანია ზედაზენი.
ჰოლდგინის შემადგენლობაშია 2 ლოგისტიკური ცენტრი და 2 მზა კვების საწარმო თბილისსა და ქუთაისში.
ჯგუფი აქტიურად განაგრძობს განვითარებას და საქართველოში გახდა ერთ-ერთი პირველი საცალო ვაჭრობის სფეროში, რომელმაც გააფართოვა საოპერაციო არეალი, გასცდა ქვეყნის საზღვრებს და უზბეკეთში, ფრანგულ ,,შივერ გრუპთან” პარტნიორობით, მართავს bi1 ბრენდის ქვეშ შემავალ 40 სუპერმარკეტს.
დეილი ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას მომწოდებლებთან ურთიერთობის კოორდინატორის ვაკანტურ პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი : სათაო ოფისი - თბილისი, ორხევი, თენგიზ ჩანტლაძის 40
სამუშაო გრაფიკი : ორშაბათი - ხუთშაბათი 09:00-17:00
პარასკევი 09:00-14:00
ძირითადი მოვალეობები:
- დეპარტამენტის მიერ ინფორმაციის მოთხოვნის/მიღების პროცესის კოორდინაცია;
- ინფორმაციის შინაარსობრივი შემოწმება, დამუშავება და დირექტორთან წარდგენა;
- დირექტორის მხარდაჭერა მომწოდებლებთან კომუნიკაციასა და შეთანხმებული პირობების რეესტირს წარმოებაში;
- დოკუმენტების, ფორმებისა და შაბლონების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და მათი პრაქტიკაში გამოყენება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
- მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება კომერციული, საოპერაციო მიმართულებით;
- ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
- საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
პიროვნული თვისებები :
- ძლიერი ანალიტიკური უნარი;
- დახვეწილი კომუნიკაციის უნარი;
- კარგი ორგანიზებული უნარები და დეტალებზე ორიენტაცია;