დეილი ჯგუფი არის ყველაზე დიდი ჰოლდინგური კომპანია საქართველოში, რომელიც საცალო ვაჭრობის სექტორში აერთიანებს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა: დეილი, სპარი, მაგნიტი, გვირილა, იოლი, კალათა და ქართული ლუდის კომპანია ზედაზენი.
ჰოლდგინის შემადგენლობაშია 2 ლოგისტიკური ცენტრი და 2 მზა კვების საწარმო თბილისსა და ქუთაისში.
ჯგუფი აქტიურად განაგრძობს განვითარებას და საქართველოში გახდა ერთ-ერთი პირველი საცალო ვაჭრობის სფეროში, რომელმაც გააფართოვა საოპერაციო არეალი, გასცდა ქვეყნის საზღვრებს და უზბეკეთში, ფრანგულ ,,შივერ გრუპთან” პარტნიორობით, მართავს bi1 ბრენდის ქვეშ შემავალ 40 სუპერმარკეტს.
დეილი ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების ხელმძღვანელის ვაკანტურ პოზიციაზე.
ჯგუფი ფოკუსირებულია ტექნოლოგიური ტრანსფორმაციისა და ციფრული გამოცდილების გაუმჯობესებაზე. ჩვენ ვეძებთ ძლიერ ლიდერს, რომელიც ჩაიბარებს პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების გუნდს და უზრუნველყოფს თანამედროვე და მასშტაბირებადი გადაწყვეტილებების განვითარებას კომპანიის სტრატეგიული მიზნების მისაღწევად.
Სამუშაო პირობები:
სამუშაო გრაფიკი : სრული
სამუშაო ადგილი : სათაო ოფისი - თბილისი, ორხევი, თენგიზ ჩანტლაძის 40
ჩვენ გთავაზობთ:
- სტრატეგიულ პოზიციას ქვეყნის ერთ-ერთ წამყვან კომპანიაში;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობებსა და მუდმივ სწავლებას;
- თანამედროვე სამუშაო გარემოს და მეგობრულ გუნდს;
- კონკურენტულ ანაზღაურებას და ბონუს სისტემას;
ძირითადი მოვალეობები:
- პროგრამული განვითარების სტრატეგიის ჩამოყალიბება და განხორციელება;
- Agile/Scrum მეთოდოლოგიით გუნდის მართვა და პროდუქტიულობის გაუმჯობესება;
- სხვადასხვა დეპარტამენტთან თანამშრომლობა ეფექტიანი ტექნოლოგიური გადაწყვეტების შესაქმნელად;
- არსებული სისტემების ოპტიმიზაცია და ახალი პლატფორმების დიზაინი/განვითარება;
- გუნდის პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და მენტორობა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების, კომპიუტერული მეცნიერებების ან მასთან დაკავშირებულ სფეროში;
- მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება პროგრამული უზრუნველყოფის განვითარებაში და მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება ხელმძღვანელ პოზიციაზე;
- თანამედროვე ტექნოლოგიების, არქიტექტურული პრინციპებისა და DevOps პრაქტიკის ცოდნა;
- მჭიდრო მუშაობის გამოცდილება QA, UI/UX და ბიზნეს ანალიტიკის გუნდებთან;
- ძლიერი ანალიტიკური, საკომუნიკაციო და ლიდერული უნარები;