დეილი ჯგუფი არის ყველაზე დიდი ჰოლდინგური კომპანია საქართველოში, რომელიც საცალო ვაჭრობის სექტორში აერთიანებს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა: დეილი, სპარი, მაგნიტი, გვირილა, იოლი, კალათა და ქართული ლუდის კომპანია ზედაზენი.
ჰოლდგინის შემადგენლობაშია 2 ლოგისტიკური ცენტრი და 2 მზა კვების საწარმო თბილისსა და ქუთაისში.
დეილი ჯგუფი აქტიურად განაგრძობს განვითარებას და საქართველოში გახდა ერთ-ერთი პირველი საცალო ვაჭრობის სფეროში, რომელმაც გააფართოვა საოპერაციო არეალი, გასცდა ქვეყნის საზღვრებს და უზბეკეთში, ფრანგულ ,,შივერ გრუპთან” პარტნიორობით, მართავს bi1 ბრენდის ქვეშ შემავალ 40 სუპერმარკეტს.
დეილი ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას მონაცემთა ინჟინერის ვაკანტურ პოზიციაზე.
Სამუშაო პირობები:
სამუშაო გრაფიკი : სრული
სამუშაო ადგილი : სათაო ოფისი - თბილისი, ორხევი, თენგიზ ჩანტლაძის 40
ჩვენ გთავაზობთ:
- მონაწილეობას დიდი მოცულობის და კომპლექსური მონაცემთა სისტემების შექმნაში;
- პროფესიულ განვითარებას თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის გზით;
- კონკურენტულ ანაზღაურებას;
- თანამშრომლობას პროფესიონალ გუნდთან და მხარდაჭერას მენეჯმენტისგან;
ძირითადი მოვალეობები:
- მონაცემთა მოპოვება, გარდაქმნა და ჩატვირთვის (ETL) პროცესების დიზაინი, განვითარება და მხარდაჭერა;
- მონაცემთა არქიტექტურისა და მონაცემთა საწყობების დაგეგმვა და ოპტიმიზაცია;
- სხვადასხვა წყაროდან მონაცემთა ინტეგრაცია (POS სისტემები, ERP, CRM და სხვა);
- მონაცემთა ხარისხის და კონსისტენტურობის მონიტორინგი და გაუმჯობესება;
- მონაცემთა უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის პრინციპების დაცვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება კომპიუტერულ მეცნიერებაში, ინფორმაციულ ტექნოლოგიებში ან მასთან დაკავშირებულ სფეროში;
- მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება მონაცემთა ინჟინერიის ან მსგავსი მიმართულებით;
- ძლიერი ცოდნა SQL-სა და ETL პროცესების ავტომატიზაციაში;
- გამოცდილება მონაცემთა საწყობებთან (მაგ: Snowflake, BigQuery, Redshift ან MS SQL DWH);
- პროგრამირების ენების ცოდნა (Python ან Scala ჩაითვლება უპირატესობად);
- მონაცემთა ნაკადების ორკესტრაციის ინსტრუმენტებთან მუშაობის გამოცდილება (Airflow, DBT ან მსგავსი);
დამატებით ჩაითვლება უპირატესობად:
- გამოცდილება საცალო ვაჭრობის ან/და ERP სისტემებთან მუშაობაში
- DevOps პროცესებში ჩართულობის გამოცდილება