ფოტო
მონაცემთა ანალიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
29-05-2025 - 29-06-2025
სამუშაო განაკვეთი: სრული

დეილი ჯგუფი არის ყველაზე დიდი ჰოლდინგური კომპანია საქართველოში, რომელიც საცალო ვაჭრობის სექტორში აერთიანებს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა: დეილი, სპარი, მაგნიტი, გვირილა, იოლი, კალათა და ქართული ლუდის კომპანია ზედაზენი.

ჰოლდგინის შემადგენლობაშია 2 ლოგისტიკური ცენტრი და 2 მზა კვების საწარმო თბილისსა და ქუთაისში.

ჯგუფი აქტიურად განაგრძობს განვითარებას და საქართველოში გახდა ერთ-ერთი პირველი საცალო ვაჭრობის სფეროში, რომელმაც გააფართოვა საოპერაციო არეალი, გასცდა ქვეყნის საზღვრებს და უზბეკეთში, ფრანგულ ,,შივერ გრუპთან” პარტნიორობით, მართავს bi1 ბრენდის ქვეშ შემავალ 40 სუპერმარკეტს.

ჯგუფი ფოკუსირებულია ტექნოლოგიური ტრანსფორმაციისა და ციფრული გამოცდილების გაუმჯობესებაზე.

დეილი ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას მონაცემთა ანალიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ვაკანტურ პოზიციაზე.  

Სამუშაო პირობები: 

სამუშაო გრაფიკი : სრული

სამუშაო ადგილი : სათაო ოფისი - თბილისი, ორხევი, თენგიზ ჩანტლაძის 40

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • სტრატეგიული როლს სწრაფად მზარდ ორგანიზაციაში;
  • მონაცემებზე დაფუძნებული ინოვაციების დანერგვის შესაძლებლობას;
  • კონკურენტულ ანაზღაურებას;
  • პროფესიული ზრდის ხელშეწყობას და მხარდაჭერას;

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის მონაცემთა ანალიტიკის სტრატეგიის განსაზღვრა და განხორციელება;
  • მონაცემთა ინჟინრების, ანალიტიკოსებისა და მონაცემთა მეცნიერების გუნდის მართვა და განვითარება;
  • მონაცემთა საწყობის არქიტექტურისა და BI სისტემების ზედამხედველობა;
  • ბიზნეს პროცესების ანალიზი და მონაცემებზე დაფუძნებული ინსაითების მიწოდება მენეჯმენტისთვის;
  • პროგნოზირებადი მოდელების და ალგორითმების შემუშავება ბიზნესის გასაუმჯობესებლად;
  • მონაცემთა ხარისხის, კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ფინანსებში, მონაცემთა მეცნიერებაში, სტატისტიკაში, კომპიუტერულ მეცნიერებებში ან მასთან დაკავშირებულ სფეროში;
  • მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება მონაცემთა ანალიტიკაში და მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება ხელმძღვანელ პოზიციაზე;
  • SQL, Python/R, BI ინსტრუმენტების (Power BI, Tableau ან სხვა) სიღრმისეული ცოდნა;
  • გამოცდილება მონაცემთა არქიტექტურის, მონაცემთა საწყობისა და ETL პროცესების მართვაში;
  • ძლიერი ანალიტიკური და პრეზენტაციის უნარები;
  • Agile გარემოში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

 

ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!