კომპანია "რითეილ ლოგისტიკა" დაარსდა 2006 წელს და მას შემდეგ წარმატებით მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე. კომპანიის ძირითადი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს კვების პროდუქტების ლოგისტიკა...
ეკოლოგიურად სუფთა, ლაბორატორიულად შემოწმებული და სერთიფიცირებული პროდუქციით, "რითეილ ლოგისტიკა" ლოგისტიკის და დისტრიბუციის სფეროში ქართული ბაზრის ერთ-ერთ ლიდერად გვევლინება.
ჩვენი მიზანია მომხმარებელს შევთავაზოთ საუკეთესო ხარისხის პროდუქცია. ამისათვის ყველანაირი პირობაა შექნილი. კომპაანიის საწყობი აღჭურვილია ყველა საჭირო ტექნიკით. ჩვენთან მუშაობენ გამოცდილი პროფესიონალები, რომლებიც ზრუნავენ ჩვენი საქმიანობის გაფართოებასა და გაუმჯობესებაზე.
“რითეილ ლოგისტიკა “ არის საქართველოში ყველაზე დიდი ჰოლდინგური კომპანიის “დეილი ჯგუფის” ს წევრი.
"რითეილ ლოგისტიკა" აცხადებს ვაკანსიას სტოკერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი : სათაო ოფისი - თბილისი, ორხევი, თენგიზ ჩანტლაძის 40.
სამუშაო გრაფიკი : სრული
ფუნქცია-მოვალეობები:
- სასაწყობე მეურნეობის აგროვების ზონაში არსებული მარაგების
სისტემატიური კონტროლი/მონიტორინგი;
- პიკბინ ზონების ყოველდღიური ინვენტარიზაცია;
- მოკლევადიანი/ვადაგასული პროდუქციის იდენტიფიცირება და
გამიჯვნა;
- დაზიანებული პროდუქციის იდენტიფიცირება/გამიჯვნა;
- აგროვების ზონებში არსებული მარაგების შევსების მიზნით
კომუნიკაცია უშუალო ხელმძღვანელთან და შესაბამისი
ქვესტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებთან;
- სასაწყობე მეურნეობაში ჩატარებულ ინვენტარიზაციის პროცესში
ჩართულობა;
- სტრუქტურულ ერთეულში მიმდინარე სხვადასხვა ლოგისტიკურ
პროექტებში ჩართულობა;
- კომპეტენციის ფარგლებში, უშუალო ხელმძღვანელის დავალებების
შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები / პიროვნული თვისებები:
- საშუალო ან ტექნიკური განათლება;
- საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel)
- პროდუქტიულობა;
- ხარისხზე ორიენტირება;
- შედეგზე ორიენტირება;
- პროფესიონალიზმი;
- დისციპლინა.
- კოლეგიალურობა;
- პასუხისმგებლობა;