დეილი ჯგუფი არის ყველაზე დიდი ჰოლდინგური კომპანია საქართველოში, რომელიც საცალო ვაჭრობის სექტორში აერთიანებს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა: დეილი, სპარი, მაგნიტი, გვირილა, იოლი, კალათა და ქართული ლუდის კომპანია ზედაზენი.
ჰოლდგინის შემადგენლობაშია 2 ლოგისტიკური ცენტრი და 2 მზა კვების საწარმო თბილისსა და ქუთაისში.
ჯგუფი აქტიურად განაგრძობს განვითარებას და საქართველოში გახდა ერთ-ერთი პირველი საცალო ვაჭრობის სფეროში, რომელმაც გააფართოვა საოპერაციო არეალი, გასცდა ქვეყნის საზღვრებს და უზბეკეთში, ფრანგულ ,,შივერ გრუპთან” პარტნიორობით, მართავს bi1 ბრენდის ქვეშ შემავალ 40 სუპერმარკეტს.
დეილი ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას აპლიკაციების სამსახურის ხელმძღვანელის ვაკანტურ პოზიციაზე.
აპლიკაციების სამსახურის ხელმძღვანელის მთავარი ამოცანაა უზრუნველყოს კომპანიის ძირითადი პროგრამული პლატფორმების (მათ შორის 1C ERP სისტემის) გამართულობა, განვითარება და მხარდაჭერა, ეფექტურად მართოს ანალიტიკოსების, 1C დეველოპერების, 1C ანალიტიკოსების და აპლიკაციების მხარდამჭერის გუნდი. უზრუნველყოს ბიზნეს პროცესების ტექნოლოგიური მხარდაჭერა და განვითარება, ახალი სისტემების იმპლემენტაცია და არსებული ინტეგრაციების ეფექტურობის ზრდა.
ძირითადი მოვალეობები:
- ანალიტიკოსების, დეველოპერების და მხარდაჭერის გუნდის მართვა;
- შესაბამისი პროექტების ინიცირება და მართვა;
- უზრუნველყოს 1C ERP სისტემების სტაბილური მუშაობა, მუდმივი განვითარება და მოდერნიზაცია;
- კოორდინაცია გაუწიოს ბიზნეს ანალიზს ახალი ფუნქციონალების დანერგვისთვის და არსებული ფუნქციონალის გაუმჯობესებისთვის;
- უზრუნველყოს მომხმარებელთა მხარდაჭერის პროცესის მაღალი ხარისხი და SLA-ის შესრულება;
- განავითაროს სისტემური დოკუმენტაცია, სტანდარტები და პოლიტიკები აპლიკაციების მართვის მიმართულებით;
- შეაფასოს და დანერგოს ახალი აპლიკაციები ბიზნესის საჭიროებებიდან გამომდინარე;
- ითანამშრომლოს სხვა IT და ბიზნეს დეპარტამენტებთან სისტემური ინტეგრაციების, ცვლილებების მართვისა და ინოვაციების მიმართულებით;
- განავითაროს გუნდის წევრები და ხელი შეუწყოს მათ პროფესიულ ზრდას;
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ინფორმაციულ ტექნოლოგიებში, ბიზნეს ადმინისტრირებასა ან მასთან დაკავშირებულ სფეროში;
- მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება აპლიკაციების მართვის ან ERP სისტემებთან მუშაობის მიმართულებით;
- გამოცდილება ტექნიკური პროექტების და გუნდის მართვაში გამოცდილება რითეილ ინდუსტრიაში ან მრავალფილიალიან/მრავალპროფილიან კომპანიაში;
- ERP სისტემების სიღრმისეული ცოდნა;
- გამოცდილება DevOps ან Agile მეთოდოლოგიებში
- 1C პლატფორმის სიღრმისეული ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- PMP ან სხვა პროექტების მართვის სერთიფიკატი ჩაითვლება უპირატესობად
პიროვნული უნარები:
- ძლიერი ანალიტიკური უნარები;
- შედეგებზე ორიენტირებულობა;
- უნარი სტრატეგიული მიზნების ოპერატიულ ამოცანებად გადაქცევის;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი როგორც ტექნიკურ, ასევე არატექნიკურ გუნდებთან;