კომპანია "რითეილ ლოგისტიკა" დაარსდა 2006 წელს და მას შემდეგ წარმატებით მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე. კომპანიის ძირითადი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს კვების პროდუქტების ლოგისტიკა..
ეკოლოგიურად სუფთა, ლაბორატორიულად შემოწმებული და სერთიფიცირებული პროდუქციით, "რითეილ ლოგისტიკა" ლოგისტიკის და დისტრიბუციის სფეროში ქართული ბაზრის ერთ-ერთ ლიდერად გვევლინება.
ჩვენი მიზანია მომხმარებელს შევთავაზოთ საუკეთესო ხარისხის პროდუქცია. ამისათვის ყველანაირი პირობაა შექნილი. კომპაანიის საწყობი აღჭურვილია ყველა საჭირო ტექნიკით. ჩვენთან მუშაობენ გამოცდილი პროფესიონალები, რომლებიც ზრუნავენ ჩვენი საქმიანობის გაფართოებასა და გაუმჯობესებაზე.
“რითეილ ლოგისტიკა “ არის საქართველოში ყველაზე დიდი ჰოლდინგური კომპანიის “დეილი ჯგუფის” ს წევრი.
კომპანია “რითეილ ლოგისტიკა” აცხადებს ვაკანსიას შეკვეთის ამგროვებლის (საწყობის თანამშრომელი) პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, თენგიზ ჩანტლაძის #40
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - შაბათი, 09:00 სთ - 18:00 სთ;
ტრანსპორტირება: მ/ს სამგორიდან.
ძირითადი მოვალეობები:
- სავაჭრო ობიექტებისთვის განსაზღვრულ ვადებში ელ.მოწყობილობით (პოკეტით) პროდუქციის აგროვება და მომზადება სადისტრიბუციოდ;
- სადისტრიბუციოდ აგროვებული პროდუქციის პალეტზე დაზიანების გარეშე განთვსება;
- აგროვებული პროდუქციის სტანდარტის/ინსტრუქციის შესაბამისად შეფუთვა და შეფუთვაზე შესაბამისი სავაჭრო ობიექტის მონაცემების განთავსება;
- გამზადებული შეკვეთის კონკრეტული სავაჭრო ობიექტისთვის განკუთვნილ სასაწყობე სივრცეში განთავსება;
- მოთხოვნისამებრ, აგროვებული პროდუქციის მარაგების აღრიცხვის ზონაში გადატანა;
- სამუშაო/სასაწყობე სივრცის დალაგება - სასაწყობე ინვენტარის, პალეტების, ყუთების და სხვა სასაწყობე ინვენტარის განთავსება შესაბამისად განსაზღვრულ ადგილზე;
- ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება;
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- დისციპლინირებულობა.