დეილი ჯგუფი არის ყველაზე დიდი ჰოლდინგური კომპანია საქართველოში, რომელიც საცალო ვაჭრობის სექტორში აერთიანებს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა: დეილი, სპარი, მაგნიტი, გვირილა, იოლი, კალათა და ქართული ლუდის კომპანია ზედაზენი.
ჰოლდგინის შემადგენლობაშია 2 ლოგისტიკური ცენტრი და 2 მზა კვების საწარმო თბილისსა და ქუთაისში.
დეილი ჯგუფი აქტიურად განაგრძობს განვითარებას და საქართველოში გახდა ერთ-ერთი პირველი საცალო ვაჭრობის სფეროში, რომელმაც გააფართოვა საოპერაციო არეალი, გასცდა ქვეყნის საზღვრებს და უზბეკეთში, ფრანგულ ,,შივერ გრუპთან” პარტნიორობით, მართავს bi1 ბრენდის ქვეშ შემავალ 40 სუპერმარკეტს.
დეილი ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას ოფის მენეჯერის ვაკანტურ პოზიციაზე თბილისში.
Სამუშაო პირობები:
სამუშაო გრაფიკი -კვირაში 40 სთ;
სათაო ოფისი - თბილისი, ორხევი, თენგიზ ჩანტლაძის 40.
ძირითადი მოვალეობები:
*კომპანიის საკანცელარიო/ადმინისტრაციული პროცესის დაგეგმვა და მართვა (გაცემა/შესყიდვები, ანგარიშსწორება);
* შემომავალი/გამავალი კორესპონდენციის/დოკუმენტაციის ადმინისტრირება;
* სატელეფონო ზარების მიღება/გადამისამართება;
* წერილების მომზადება, შემოსულ წერილებზე და მეილებზე დროული რეაგირება;
* შეხვედრების ორგანიზება/ჩანიშვნა;
* კომპანიის სტუმრების მიღება.
* ორგანიზაციის შიდა ღონისძიებების ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება;
პოზიციასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება;
ძირითადი მოთხოვნები:
*საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel, Email, Outlook, Microsoft Teams, Word, OneDrive, Power point);
*აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;