კომპანია "რითეილ ლოგისტიკა" დაარსდა 2006 წელს და მას შემდეგ წარმატებით მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე. კომპანიის ძირითადი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს კვების პროდუქტების ლოგისტიკა..
ეკოლოგიურად სუფთა, ლაბორატორიულად შემოწმებული და სერთიფიცირებული პროდუქციით, "რითეილ ლოგისტიკა" ლოგისტიკის და დისტრიბუციის სფეროში ქართული ბაზრის ერთ-ერთ ლიდერად გვევლინება.
ჩვენი მიზანია მომხმარებელს შევთავაზოთ საუკეთესო ხარისხის პროდუქცია. ამისათვის ყველანაირი პირობაა შექნილი. კომპაანიის საწყობი აღჭურვილია ყველა საჭირო ტექნიკით. ჩვენთან მუშაობენ გამოცდილი პროფესიონალები, რომლებიც ზრუნავენ ჩვენი საქმიანობის გაფართოებასა და გაუმჯობესებაზე.
“რითეილ ლოგისტიკა “ არის საქართველოში ყველაზე დიდი ჰოლდინგური კომპანიის “დეილი ჯგუფის” ს წევრი.
კომპანია “რითეილ ლოგისტიკა” აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ორხევი, თენგიზ ჩანტლაძის #40;
გრაფიკი: ცვლებში ;
ტრანსპორტირება: მ/ს სამგორიდან;
ძირითადი მოვალეობები:
- სავაჭრო ობიექტისთვის პროდუქციის მიწოდება და შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება;
- პროდუქციის უვნებლად და დაუზიანებლად ტრანსპორტირების უზრუველყოფა;
- სავაჭრო ობიექტიდან პროდუქციის დაბრუნების შემთხვევაში პროდუქციის სწორად მითვლა და შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება;
- ობიექტიდან დაბრუნებული პროდუქციის საწყობისთვის სწორად მითვლა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- აუცილებელია მანქანის მართვის გამოცდილება (მინიმუმ 1 წელი);
- აუცილებელია მართვის მოწმობა - C კატეგორია.
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- დისციპლინირებულობა.