ფოტო
სისტემის უფროსი ადმინისტრატორი
სამუშაო განაკვეთი: სრული

დეილი ჯგუფი არის ყველაზე დიდი ჰოლდინგური კომპანია საქართველოში, რომელიც საცალო ვაჭრობის სექტორში აერთიანებს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა: დეილი, სპარი, მაგნიტი, გვირილა, იოლი, კალათა და ქართული ლუდის კომპანია ზედაზენი.

ჰოლდგინის შემადგენლობაშია 2 ლოგისტიკური ცენტრი და 2 მზა კვების საწარმო თბილისსა და ქუთაისში.

დეილი ჯგუფი აქტიურად განაგრძობს განვითარებას და საქართველოში გახდა ერთ-ერთი პირველი საცალო ვაჭრობის სფეროში, რომელმაც გააფართოვა საოპერაციო არეალი, გასცდა ქვეყნის საზღვრებს და უზბეკეთში, ფრანგულ ,,შივერ გრუპთან” პარტნიორობით, მართავს bi1 ბრენდის ქვეშ შემავალ 40 სუპერმარკეტს.

 

დეილი ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას სისტემის უფროსი ადმინისტრატორის   ვაკანტურ პოზიციაზე თბილისში.  

 

Სამუშაო პირობები: 

სამუშაო გრაფიკი : სრული

სამუშაო ადგილი : სათაო ოფისი - თბილისი, ორხევი, თენგიზ ჩანტლაძის 40

 

 ძირითადი მოვალეობები:

 

·       დატაცენტრის სისტემების ადმინისტრირება;

·       სერვერული ტექნიკის და პროგრამული სისტემების ინსტალირება, კონფიგურირება, მართვა და მონიტორინგი;

·       სერვერული პროგრამული სისტემების ახალი ვერსიების ტესტირება, განახლება (Update), ინფორმაციის შენახვა (ე.წ. ბექაფირება - BackUp) და უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

·       სერვერული სისტემების შეძენისას (და შემდგომი) საგარანტიო მომსახურების უზრუნველყოფა;

·       სერვერული პროგრამული სისტემების აღდგენის უზრუნველყოფა;

·       ახალი მომხარებლის შექმნა სისტემაში (ე.წ. იუზერის შექმნა (User) ), რედაქტირება, გაუქმება;

·       მომხმარებელთა ელექტრონული ფოსტის მისამართის მართვა;

·       ფაილების საცავზე (Shared Folder) მომხმარებელთა წვდომის პროცესის მართვა;

·       პროგრამული უზრუნველყოფის პაკეტების გამართვა/ტესტირების უზრუნველყოფა;

·       სერვერული პროგრამული სისტემების უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

·       ანტივირუსული პროგრამების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;

·       ე.წ. მეორე დონის ტექნიკური პრობლემების გადაჭრის უზრუნველყოფა;

 

ძირითადი მოთხოვნები:

 

ტექნიკური უნარები:

·       აუცილებელია სისტემური ადმინისტრატორის პოზიციაზე მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება;

·       სერვერული ტექნიკისა და პროგრამების მართვის გამოცდილება;

·       ანტივირუსული პროგრამების გამართვის გამოცდილება;

·       მეორე დონის ტექნიკური პრობლემების იდენტიფიცირების და გადაჭრის გამოცდილება;

·       ოპერაციული სისტემების პრინციპების შესახებ სრული ინფორმაციის ფლობა;

·       სერვისების შექმნის, კონფიგურაცისა და მართვის გამოცდილება Windows და Linux გარემოში;

·       IP დამისამართების, ტექნოლოგიების და ქსელური პროტოკოლების (IPv4) პრაქტიკული გამოცდილება ;

·       ვირტუალიზაციის მართვის გამოცდილება ;

·       უსაფრთხოების პრინციპების ცოდნა;

·       სასურველია Microsoft ან Linux სერთიფიკატი.

 

რბილი უნარები:

·       ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;

·       პრობლემის იდენტიფიცირების და გადაჭრის უნარი;

·       დროის ეფექტურად მართვის უნარი;

·       პრობლემის იდენტიფიცირების და გადაჭრის უნარი; 

ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!