ფოტო
რეგიონალური გაყიდვების მენეჯერი
07-05-2025 - 31-05-2025
სამუშაო განაკვეთი: სრული

დეილი ჯგუფი არის ყველაზე დიდი ჰოლდინგური კომპანია საქართველოში, რომელიც საცალო ვაჭრობის სექტორში აერთიანებს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა: დეილი, სპარი, მაგნიტი, გვირილა, იოლი, კალათა და ქართული ლუდის კომპანია ზედაზენი.

ჰოლდგინის შემადგენლობაშია 2 ლოგისტიკური ცენტრი და 2 მზა კვების საწარმო თბილისსა და ქუთაისში.

დეილი ჯგუფი აქტიურად განაგრძობს განვითარებას და საქართველოში გახდა ერთ-ერთი პირველი საცალო ვაჭრობის სფეროში, რომელმაც გააფართოვა საოპერაციო არეალი, გასცდა ქვეყნის საზღვრებს და უზბეკეთში, ფრანგულ ,,შივერ გრუპთან” პარტნიორობით, მართავს bi1 ბრენდის ქვეშ შემავალ 40 სუპერმარკეტს.

 

დეილი ჯგუფი კალათას ბრენდის მიმართულებით აცხადებს კონკურსს რეგიონალური გაყიდვების მენეჯერის  ვაკანტურ პოზიციაზე თბილისში.  

 

Სამუშაო პირობები: 

 

სამუშაო გრაფიკი -კვირაში 40 სთ; 

ანაზღაურება - 2500-3000 ₾ (Net) + ბონუსი ;  

 

სათაო ოფისი - თბილისი, ორხევი, თენგიზ ჩანტლაძის 40. 

 

ძირითადი მოვალეობები:

 

·       სავაჭრო ობიექტების მუდმივი ზედამხედველობა და მხარდაჭერა;

·       სავაჭრო ობიექტებზე მიმდინარე ყველა პრეცესების და ოპერაციების სრულყოფილად შესწავლა და მართვა;

·       სავაჭრო ობიექტებზე გაყიდვების სტიმულირება და საუკეთესო შედეგების მისაღწევად შესაბამისი ღონისძიებების გატარება;

·       სავაჭრო ობიექტებისთვის დავალებების მიცემა და შესრულებული სამუშაოს ანალიზი და მონიტორინგი;

·       სავაჭრო ობიექტებზე გამოწვევების იდენტიფიცირება და დროული ჩართულობა და რეაგირება;

·       სავაჭრო ობიექტების თანამშრომლებისთვის კომპანიაში მიმდინარე ცვლილებების და სიახლეების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;

·       სავაჭრო ობიექტებიდან საჭირო ინფორმაციის შეკრება და შესაბამისი ანგარიშის მომზადება;

·       სავაჭრო ობიექტების ეფექტიანობის და პროდუქტიულობის მუდმივი ანალიზი, კომპანიაში შემუშავებულ ანალიტიკურ რეპორტებზე დაყრდნობით;

·       სავაჭრო ობიექტების ინვენტარიზაციის, მარაგების მართვის, მერჩენდაიზინგის პროცესების მართვა და კონტროლი;

·       მინდობილ რეგიონში კომპანიაში მოქმედი სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;

·       სავაჭრო ობიექტებში მუდმივად გუნდურობის გაძლიერება და თანამშრომლების მართვა;

 

ძირითადი მოთხოვნები:

 

·       აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;

·       საოფისე პროგრამების ცოდნა;

·       1С პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;

·       მართვის და ორგანიზების უნარი;

·       მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

·       ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;

·       სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ეფექტურად განაწილების უნარი;

·       დეტალებზე და შედეგებზე ორიენტირებულობა;

·       განვითარების და წინსვლის მოტივაცია;

·       საკუთარი ავტომობილი/მართვის მოწმობა.

ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!