ფოტო
მომარაგების სპეციალისტი
სამუშაო განაკვეთი: სრული

დეილი ჯგუფი არის ყველაზე დიდი ჰოლდინგური კომპანია საქართველოში, რომელიც საცალო ვაჭრობის სექტორში აერთიანებს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა: დეილი, სპარი, მაგნიტი, გვირილა, იოლი, კალათა და ქართული ლუდის კომპანია ზედაზენი.

ჰოლდგინის შემადგენლობაშია 2 ლოგისტიკური ცენტრი და 2 მზა კვების საწარმო თბილისსა და ქუთაისში.

დეილი ჯგუფი აქტიურად განაგრძობს განვითარებას და საქართველოში გახდა ერთ-ერთი პირველი საცალო ვაჭრობის სფეროში, რომელმაც გააფართოვა საოპერაციო არეალი, გასცდა ქვეყნის საზღვრებს და უზბეკეთში, ფრანგულ ,,შივერ გრუპთან” პარტნიორობით, მართავს bi1 ბრენდის ქვეშ შემავალ 40 სუპერმარკეტს.

 

დეილი ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას მომარაგების სპეციალისტის  ვაკანტურ პოზიციაზე თბილისში.  

 

Სამუშაო პირობები: 

 

სამუშაო გრაფიკი -კვირაში 40 სთ; 

 

სათაო ოფისი - თბილისი, ორხევი, თენგიზ ჩანტლაძის 40. 

 

ძირითადი მოვალეობები:

·       სააქციო და არასააქციო პროდუქციის ნაშთების კონტროლი;

·       პროდუქციის წყვეტასთან დაკავშირებული პრობლემების იდენტიფიცირება/მოგვარება;

·       რეპორტინგი (BI);

·       პროდუქციის მიღების კონტროლი;

·       ვადაგასული პროდუქციის კონტროლი, მომწოდებლებთან კომუნიკაცია;

·       სააქციო ფასების წინასწარი ანალიზი/კონტროლი/შედეგების რეპორტინგი.

 

ძირითადი მოთხოვნებია:

·       უმაღლესი განათლება;

·       1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;

·       რითეილის/სასაწყობე მიმართულებით მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;

·       MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა

 

ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!